აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს მასტერკლასების სერიას ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
ემოციური ინტელექტი, მისი განვითარების სტრატეგიები, გადაწყვეტილების მიღება, ემოციური ჰიგიენა, ემოციური ინტელექტი და მარკეტინგი - ესაა დღევანდელი მასტერკლასის თემა, რომელსაც ცნობილი ტრენერი თორნიკე გურული ატარებს.
მასტერკლასების მიზანი სფეროში დასაქმებული კადრებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და რეგიონში სერვისის ამაღლებაა.
შემდეგი ტრენინგი ბრენდინგს დაეთმობა და მას ანდრო მეტრეველი გაუძღვება.