თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელების თქმით სამხედრო განათლების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, პროფესიონალი და მოტივირებული ოფიცრები კი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ ინსტრუქტორებს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.