სევეროდონეცკის აზოტის ქარხანას კვლავ უკრაინა აკონტროლებს

11 ივნისი 2022, 16:33 692 ნახვა

სევეროდონეცკის აზოტის ქარხანას კვლავ უკრაინა აკონტროლებს და ინფორმაცია მისი ბლოკადის შესახებ სიცრუეა, - ეს განცხადება ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ გააკეთა. ქალაქ ხერსონის საკრებულოს ინფორმაციით უკრაინის ძალები ოლქში კონტრშეტევას სამი მიმართულებით ახორციელებენ. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი ტავრისკოე დაიბრუნეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ომში 10 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. საოკუპაციო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დღეიდან ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზონაში, რუსული პასპორტების დარიგება დაიწყება. 

მელიტოპოლში აგრესორი ქვეყნის პირველი პასპორტები გაიცა. უკრაინამ რუსეთთან ტყვეები მე-11-დ  გაცვლას. რაც შეეხება გასული დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ოკუპანტებმა ლუჰანსკსა და დონეცკში 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, რომლის მიხედვითაც უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში 2 რუსი გენერალი მოკლეს.

არესტოვიჩი დამატებით დეტალებს ამ დროისთვის არ აკონკრეტებს.  გარდა ამისა უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში კადიროვის აჰმატის პოლკი გაანადგურეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში