ჯო ბაიდენის განცხადებით, მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯეროდა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა. მისი თქმით, ბევრს ეგონა, რომ ის აზვიადებდა, როცა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა.
„პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა“, - აღნიშნა ბაიდენმა.