არჩევნები საზოგადოებრივ მაუწყებელში

06 იანვარი 2017, 00:00 2921 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი დღეს გამოვლინდება, გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭო მიიღებს. არჩევნები ამ წუთებში იწყება. გადაწყვეტილების გამოცხადებას ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. შეგახსნებთ, გენერალური დირექტორობისთვის, 5 კანდიდატი იბრძვის, ნინო ზაუტაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშილი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მინიმუმ 5 ხმას მიიღებს, თუ საჭირო ხმების რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა მეორე ტური გაიმართება, თუ კი გამარჯვებული მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდება, არჩევნები ხელახლა დაინიშნება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი