„ქალები კონფლიქტებში“ - საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე 

10 ივნისი 2022, 11:53 554 ნახვა

“რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია’’ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები კონფლიქტებში“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ ქალებმა შეწყვიტეს მსხვერპლად ყოფნა, ისინი ასრულებენ თავიანთ როლს, დგანან მტკიცედ და სრულად ახდენენ ერის ერთიანობის არაჩვეულებრივ დემონსტრირებას. “ეს ჩვენს სრულ აღფრთოვანებას იმსახურებს და მინდა ეს გზავნილი გადავცე ქალბატონ ზელენსკას - ყველა ქართველი ქალის სოლიდარობის გზავნილი, რომელთაც მე აქ წარმოვადგენ.” - განაცხადა პრეზიდენტმა.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ კონფლიქტში დაზარალებული ქალები და ქალი ლიდერები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი