თემურ ჩხეიძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

09 ივნისი 2022, 14:01 796 ნახვა

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.  თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში 5 ივნისს გარდაიცვალა.  

დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.  მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის;

2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 წელს - საქართველოს სახალხო არტისტი. თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო  და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი