დებატები ევროპარლამენტში

09 ივნისი 2022, 12:06 863 ნახვა

ევროპარლამენტარების გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას და მათ ოპონენტებს. მოწოდებები და შეხსენება, რომ ჯერ კიდევ ღიაა შესაძლებლობის ფანჯარა, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ევროპელი კანონმდებლების ნაწილს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილი არ არის საკმარისი და, რომ ეს დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკასა  და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე.

ისმოდა კრიტიკული და მხარდამჭერი განცხადებებიც, რომ თუ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროა გარკვეული სტანდარტების შენარჩუნება.

ახსენეს ფორმალური და ჩრდილოვანი მმართველობა, მედიის თავისუფლების კონტექსტში.  

ევროპარლამენტარების მთავარი სათქმელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში, როცა ველოდებით კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი