„ქართული ოცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს - გიორგი ვაშაძე 

08 ივნისი 2022, 13:39 881 ნახვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის,  გიორგი ვაშაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მოჭიდავე დეპუტატებს დაავალეს პროვოკაციის მოწყობა. 

„არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს. ისინი აპირებენ ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში იმ მოჭიდავე თუ გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ.

„ქართულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს საკითხებზე, რასაც ვსვამთ და აქედან გამომდინარე, გინდათ, გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენს რეალურ სახეს ვაჩვენებთ, როგორ იბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ამ ყველაფერზე პასუხს მიიღებთ. ეს დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე. საიდან მაქვს ინფორმაცია, ამის თქმას თქვენთან არ ვაპირებ“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჩვენ ნამდვილად არ გიპირებთ ბატონო გიორგი ცემას, მაქსიმუმ თუ ვინმემ შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე. მაგისი გეშინოდეთ -  ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძეს. 

„დღეს ჩვენთან დარბაზში იმყოფება ჩვენი კოლეგა, ოპოზიციიდან, რომელიც მე პირადად მაგონებს მულტფილმს. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი მულტფილმი, “თაგვი და კატა”. თაგვს ორგანულად ეშინოდა კატის. გახდა ლომი, მაგრამ მაინც ეშინოდა კატის. ჩვენთან არის ასეთი დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს სხვადასხვა რაღაცებს, რომ ვიომოთ, გვასწავლის როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ, ამავდროულად, ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი