კომპანია „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს ხვდებიან. „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით პრობლემა მოგვარდება - ასეთია პრემიერის გადაწყვეტილება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოეპყრობიან. კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" კი მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში, შრომის ინსპექცია ჩაერთოს. ციტატა კომპანიის განცხადებიდან, „მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი, ასევე, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი და კრიზისის მიუხედავად არ შემცირებიათ. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია“