ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველო პირველ ადგილზე გავიდა - პრემიერი

06 ივნისი 2022, 14:43 1032 ნახვა

ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა პირველად მსოფლიოში. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, დემოკრატიული მთავრობა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქმით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით და რაც მთავარია, ყველა მიღწევით.

„ეს არ არის გაზვიადებული შეფასება, ეს არის ჩვენი კოლეგების, ჩვენი ევროპელი, ამერიკელი კოლეგების და ძალიან ბევრი საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების და ორგანიზაციების შეფასება, რომ საქართველო ყველა პარამეტრით არის წინ ამ ქვეყნებს შორის. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მთელი რიგი მიმართულებით, იქნება ეს ანგარიშვალდებულება, მთავრობის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ანტიკორუფციული მიმართულებით ეფექტური პოლიტიკა. ბიზნესმიმართულებით ჩვენ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ.

ჩვენი ამბიციური გეგმები და ის რეფორმები, რომელიც დავიწყეთ 9 წლის წინ, მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, ამას გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ.
უფრო მეტს გეტყვით კიდევ, დამატებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად“ , - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი