პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილ თურნავას მოუსმენენ

05 ივნისი 2022, 18:04 824 ნახვა

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის 6 ივნისის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმენენ.

თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა და საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ადგილი ვაკანტურია.

საბჭო, რომელიც 9 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, ამჟამად 7 წევრისგან შედგება.

ნათია თურნავა 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში