დღეს თბილისში გალერეა არტში, ეკავი კორულის ფერწერული ტილოები გამოიფინა. გამოფენაზე 20-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
კორული პროფესიით მწერალია, თუმცა პუბლიცისტიკას წლების განმავლობაში ფერწერასაც უთავსებდა.
პირველი პერსონალური გამოფენა მან 2020 წელს, მშობლიური ქალაქ ბათუმში მოაწყო.
გალერია არტში კი გამოფენა 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.