ვლადიმერ პუტინს ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა - მაკრონი

04 ივნისი 2022, 11:35 1057 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ინტერვენცია მეზობელ უკრაინაში არის „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა“.

როგორც ემანუელ მაკრონმა ფრანგულ რეგიონულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, მან ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს უთხრა. მისი თქმით, პუტინმა საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, საიდანაც გამოსვლა არის რთული გზა.

ამასთან, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს.მაკრონმა ასევე, არ გამორიცხა უახლოეს მომავალში კიევში გამგზავრება და განაცხადა, რომ საფრანგეთს სურს უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაზრდა. 

ასევე მზადყოფნა გამოთქვა, ყველაფერი გააკეთოს უკრაინაში ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი