ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები სიახლე არ ყოფილა.
აღნიშნავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა.
მმართველ გუნდში კი აღნიშნეს, რომ იტოვებენ უფლებას სალომე ზურაბიშვილს რიგ საკითხებში არ დაეთანხმონ, ამბობენ რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს საქართველოს საუკეთესო ინტერესების დასაცავად.