სალომე ზურაბიშვილმა უკრაინასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები ისევ გააკრიტიკა. ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ. მისი შეფასებით, ეს იქნებოდა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ მორალური სოლიდარობის გამოხატვა.
განაცხადა, რომ საქართველოში არავინ ითხოვს მეორე ფრონტის გახსნას. პრეზიდენტი სასამართლო რეფორმასაც გამოეხმაურა.
„ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, დღეს ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო“, - განაცხდა პრეზიდენტმა.