თურქეთში შესასვლელად ვაქცინაციის დოკუმენტისა და ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულების მოიხსნა 

02 ივნისი 2022, 18:55 1466 ნახვა

'თურქეთი ქვეყანაში შესასვლელად "Covid-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას ხსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა “Covid-19” ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიგკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში