ევროკავშირის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მხარი დაუჭირეს.
სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, "სბერბანკის" სვიფტიდან გათიშვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვას.
სანქცირებულ პირთა სიაში რუსეთის პატრიარქი კირილი აღარ არის. რუსეთის უმაღლესი სასულიერო პირი, სანქციების მეექვსე პაკეტიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ამოიღეს.