"თბილისი პრაიდის" ღონისძიებებთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ფლობს და ყველა ზომას მიიღებს, რაც კანონით არის გათვალისწინებული - ასეთია უწყების პოზიცია. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ შსს ყველა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას მოახდენს კანონით დადგენილი წესებით, თუკი ასეთი იქნება.
ცნობისათვის, „თბილისი პრაიდი“ წელს „ღირსების მარშს“ არ ჩაატარებს და გაიმართება მხოლოდ პრაიდკვირეული, რომელიც მათი ინფორმაციით, არ მოიცავს ღონისძიებებს საჯარო სივრცეში.
„თბილისი პრაიდის“ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა „ალტ- ინფოც“ და ფესტივალის ჩაშლისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის გამოყვანა დაანონსა.