თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით დააკავა. ოზთურქი, ბათუმში, მეტრო ჰოლდინგის შენობაში, რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიების პროცესში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოიღეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.