ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი

31 მაისი 2022, 15:16 855 ნახვა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის კოლონადებთან რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით აქტივობები 17:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

მაყურებლის წინაშე წარდგება მოძრავი თეატრალური ჯგუფი “ბაგაბონდი” ანიმატორების სპეციალური გასართობი პროგრამით; მოძრავი დეკორატიული ინსტალაციები; კოსტუმირებული დისნეის პერსონაჟები; ზღაპრის გმირები და მხიარული ფერადი ჯამბაზები; სახალისო და არტ თამაშები; ქვიშაზე ხატვა; ფოტო სესიები გმირებთან და სახის მოხატვა; საგამოფენო სივრცე - შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა; სურვილების დაფა; საჩუქრები და უფასო ნაყინი კომპანია “თოლიასგან”.

მათივე განცხადებით, 13:00-17:00 საათამდე ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ბავშვებს უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი