არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე 15 წლის მოზარდი დააკავეს

31 მაისი 2022, 12:05 756 ნახვა

არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანია დაკავებული. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა 15 წლის მოზარდი დანით დაჭრა, შემდეგ კი  ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა გუშინ, სამგორის რაიონში მოხდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რაც შეეხება დაჭრილი სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობას,  იგი  ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.   

ექიმები  ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა სტაბილური.  

მეცხრე კლასელს ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდისა და მუცლის არეში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში