საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორული შედეგი დააფიქსირა

30 მაისი 2022, 22:32 1203 ნახვა

საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით დაასრულა.

პირველი ოქრო 48 კგ-ში სახილ ალახვერდოვმა მოიგო, რომელმაც ფინალში ბულგარელი ერგიუნალ სებანტინი დაამარცხა.

შემდეგ არტიუშ გომციანმა 60 კგ-ში, ესპანელ ხოსე კილეს ბროტონსს სძლია და კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. შემდეგ რინგზე 67 კგ-ში ლაშა გურული გავიდა, რომელიც სერბ ვახად აბასოვს შეხვდა, დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბოლოს კი გიორგი ყუშიტაშვილმა 86 კგ-ში ადგილობრივ სომეხ რაფაელ ჰოვანისიანს დაუპირისპირდა. სომეხ მოკვირეს დარბაზის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. საბოლოოდ ორთაბრძოლა ქართველი მოკრივის გამარჯვებით დასრულდა და საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.

აქამდე ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 1993 წელს აჩვენეს - მაშინ ბურსას (თურქეთი) რინგზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი