აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას იწყებს. პროგრამა საპილოტეა და საქართველოში პირველად ხორციელდება.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თითოეულ წყვილზე 10 000 ლარიანი ვაუჩერი გაიცემა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება ინვიტრო განაყოფიერებაც.
''ეს არის პირველი შემთხვევა, ამიტომ პროგრამული დაფინანსების პრაქტიკული გამოცდილება ნაკლებია. შესაბამისად, დასაწყისისთვის გადაწყვეტილება მივიღეთ, დავიწყოთ გარკვეული შეზღუდული ჯგუფებით. პროგრამის მიმდინარეობის შემდგომი ფორმატი დამოკიდებული იქნება პროგრამის შედეგებზე. პერიოდულად კი შევა ცვლილებაც და გათვალისწინებული იქნება საჭიროებები.
მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე ექსპერტებთან.
რაც შეეხება ბენეფიციარებს. პირველ რიგში ეს არიან მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ სოციალური ქულებით. წყვილს, ან წყვილთაგან რომელიმეს აქვს 200 000 სოციალური ქულა.
ასევე წვილთაგან ერთ-ერთს თუ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
პროგრამაში ჩართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყვნენ რეგისტირებული აჭარის ტერიტორიაზე'' - განაცხადა მინისტრმა.