თბილისის ცენტრში მომხდარ სისხლიან ინციდენტს ჯერ ბრალდებული არ ჰყავს

29 მაისი 2022, 10:45 586 ნახვა

თბილისში ვაკეში მომხდარ სისხლიან ინციდენტს ჯერ ბრალდებული არ ჰყავს. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ისევ  უცნობია. არაყიშვილის ქუჩაზე ათზე მეტი გასროლა მოწმეებისა და სათვალთვალო კამერის წინ მოხდა.  

პოლიციამ მოწმეების ძირითადი ნაწილი უკვე გამოკითხა. მათ შორის შემთხვევის ადგილთან მდებარე კომერციულ ობიექტებში დასაქმებულები, თუმცა თავდამსხმელები ჯერ არ დაუკავებიათ.

გამოძიებას აფერხებს ის, რომ არსებული ვერსიით თავდამსხმელებს, რომლებიც მოპედით გადაადგილდებოდნენ,  ნიღბები და ჩაფხუტები ეფარათ.

რა იყო 25 წლამდე ასაკის  ახალგაზრდებზე თავდასხმის მოტივი - ამ დროისთვის უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში