ბელარუსმა უკრაინის საზღვართან "ისკანდერის" დივიზია გადაიყვანა

28 მაისი 2022, 12:58 612 ნახვა

ბელარუსის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების დივიზია „ისკანდერ -M” უკრაინის საზღვართან გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი თქმით, ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებზე დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვოლინისა და პოლისიას რაიონებში ბელარუსის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილები დავალებების შესრულებას აგრძელებენ, რაც ბელარუსი-უკრაინის საზღვრის დაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, პოლკოვნიკი ოლეგ ჟდანოვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ალექსანდრ ლუკაშენკოს, ლუცკისა და ლვოვის მიმართულების დარტყმის განხორციელებას აიძულებს.

ამასთან კრემლში კიევზე შესაძლო თავდასხმა ისევ განიხილება, დედაქალაქზე კონტროლის დამყარება რუსეთის გამარჯვებისთვის მაქსიმალური პროგრამის შესრულების ტოლფასია. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი კი ამ პროგნოზს აპოკალიფსურს უწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში