მონაწილეობითი ბიუჯეტის საპილოტე პროგრამა მიმდინარე წლიდან ხულოშიც დაიწყება. პროგრამის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი იდეა წარადგინოს, რომლის განხორციელება დაბა ხულოში სურს. გამარჯვებული ის პროექტი დასახელდება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.