ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების განმარტებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კედლები დააზიანა. მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ხშირად ხდება, რაც ავარიულ კორპუსს დამატებით საფრთხეს უქმნის.
მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია.