ბორის ჯონსონი უკრაინას ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს

27 მაისი 2022, 10:12 1006 ნახვა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას ევროკავშირზე უარის თქმასა და საკუთარი, ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიური მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, თავის მხრივ იტალიურ მედიაში ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება. 

მათი ცნობით, მსგავსი ასოციაციის შექმნის საფუძველი ბრიუსელის მიმართ უნდობლობა და გერმანიის პასუხია რუსეთის აგრესიაზე.

დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის გარდა, ალიანსში შესაძლოა რამდენიმე ქვეყანა გაერთიანდეს, მათ შორის პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და თურქეთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი