დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს მოუსმენენ

27 მაისი 2022, 10:10 736 ნახვა

სამი მინისტრი და მთავრობის მეთაური-დღეს პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, მთავრობის წევრებს, მოუსმენენ.  ისინი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ. 

პარლამენტიდან  პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან საინტერპელაციო კითხვები   უკვე გაიგზავნა. თითოეული ინტერპელაციისთვის 2 საათი და 45 წუთია განსაზღვრული.  

ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურთან კითხვები ოპოზიციას ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებითაც ექნებათ. ინტერპელაცია მინისტრის მიერ კითხვებზე პასუხის გაცემის გარდა, დებატების გამართვას ითვალისწინებს. ვიცით ისიც, რომ მაგალითად, ილია დარჩიაშვილმა შემდეგ კითხვებს უნდა უპასუხოს: რა სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროკომისიის კითხვარის სათანადო დონეზე მოსამზადებლად? ასევე რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ევროკომისია შეფასების პროცესში და როდის ველოდებით შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნებას?

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში