დავოსის ეკონომიკური ფორუმი - პანელური დისკუსია

25 მაისი 2022, 17:35 817 ნახვა

პრემიერი დავოსში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  საქართველოს ევროკავშირისგან ქმედება ახლა და დღეს სჭირდება, რადგან ევროპული მისწრაფებებისათვის ქართველებმა ძალიან მაღალი საფასური გადაიხადეს. ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის თემა, საქართველოს ევროატლანიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები იყო. მანამდე კი იყო დებატები, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ესტონეთის პრეზიდენტი, მოლდოვას პრემიერი და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდნენ, მთავარი თემა იყო - როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების მიმართ, ვისაც გაცხადებული აქვს ევროპული ინტეგრაციის სურვილი. ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის თქმით, როდესაც ესტონეთი ევროკავშირში გაწევრიანდა, მას მიჰყვნენ ლატვია და ლიეტუვაც და შესაძლოა, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის შემთხვევაშიც ასე მოხდეს. მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ნატალია გავრილიტას განცხადებით, მსოფლიოში წესრიგი იცვლება და ახლა ქვეყნების თვითანალიზის დროა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი