კომპანია Google-ი უკრაინის მხარდაჭერისთვის დააჯილდოვეს

25 მაისი 2022, 13:44 706 ნახვა

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა, მიხაილ ფედოროვმა კომპანია გუგლ-ის ვიცე-პრეზიდენტ კარან ბხატიას გადასცა ჯილდო, რომელიც  განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც  რუსეთის  ბაზარი დატოვეს. ამის შესახებ ფედეროვმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა.

"გუგლი იყო პირველი, ვინც მიიღო ეს ჯილდო უკრაინისგან - წერს მინისტრი.  ჯილდო  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ  კომპანიებისა და კორპორაციებისთვის დააარსა, რომლებმაც დატოვეს რუსული ბაზარი.

ასევე იმ მთავრობებისა და მსოფლიო პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს უკრაინას.

Google-ი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს: კომპანიამ იუთუბზე დახურა მრავალი რუსული პროპაგანდისტული მედია.

კორპორაციამ ასევე მხარი დაუჭირა უკრაინას კიბერ ფრონტზე, ხოლო გუგლის  თანამშრომლებმა მილიონობით შემოწირულობა გაიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი