მედია გარემო, არსებული გამოწვევები, თავდასხმა ჟურნალისტებზე, ცილისმწამებლური კამპანია მედიის წინააღმდეგ და არაეფექტური სამართლებრივი რეაგირება - ეს საკითხები განიხილეს დღეს ბათუმში ‘’საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის’’ წარმომადგენლებმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას.
დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ასევე ცილისწამებასთან დაკავშირებულ დავებს.