საგაზაფხულო სესიის დახურვამდე უმაღლეს საბჭოში მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმენენ

24 მაისი 2022, 15:00 787 ნახვა

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმენენ.

როდის მივა თორნიკე რიჟვაძე უმაღლეს საბჭო ჯერ უცნობია, თუმცა როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე თქვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთწლიანი საქმიანობს ანგარიშს  მათ 10 ივნისამდე ჩააბარებს.

10 ივნისს კი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს ელოდებიან.

დეპუტატები მისი უწყების საქმიანობისა და გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოისმენენ.

გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს, რომელზეც „აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სახებ კანონში“ ცვლილებების შეტანასა და მაღალმთიანი დასახლებების  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის შესახებ მომზადებულ პეტიციაზე იმსჯელეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი