რამდენი ვაკანტური ადგილია პირველკლასელებისთვის ქობულეთის საჯარო სკოლებში 

24 მაისი 2022, 13:00 1730 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 46 საჯარო სკოლაში, პირველკლასელებისთვის  დაახლოებით 1300 ადგილი იყო გამოყოფილი.

რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე საათშივე ქალაქის ხუთ სკოლაში ლიმიტების რაოდენობა თითქმის ამოიწურა.

ამ დროისთვის, ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის ქართულ სექტორში 116 ადგილიდან ყველა შეივსო, დარჩენილია 14 ადგილი რუსულ სექტორში.

პირველ საჯარო სკოლაში, 150 ადგილიდან, მხოლოდ 49-ადგილია თავისუფალი;

მე-3 საჯარო სკოლაში 87 ადგილიდან, 25 ადგილი;

მე-5 საჯარო სკოლაში 29 ადგილიდან, 10 ადგილი;

მე-6 საჯარო სკოლაში 25 ადგილიდან კი 2 ადგილი.

დაბა ჩაქვის, პირველ საჯარო სკოლაში, ქართულ სექტორში 116 ადგილიდან, ამ ეტაპზე, 14 თავისუფალია, რაც შეეხება რუსულ სექტორს, 25 ადგილიდან, ვაკანტური მხოლოდ 2 ადგილია.

ქობულეთის სოფლებში არსებულ 41 საჯარო სკოლას, აქ ჯერჯერობით არის თავისუფალი ადგილები.

კერძო სკოლებში, პირველკლასელთა რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა.

აღნიშნული მონაცემები განახლებადია და ცვალებადი.

​პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 9:00 საათიდან დაიწყო და 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება.

მათ ვინც მოახერხა რეგისტრაცია,  აუცილებელი დოკუმენტაციის  წარდგენა სკოლებში 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.  თუ მშობელი ამ ვადებში ვერ ჩაეტევა  რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი