რეზერვისტებმა ფიცი დადეს. ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი ბატალიონი შეემატა.
რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება.
მომზადების კურსის მიზანი რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. მათი მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.