მიმდინარე კვირა პარლამენტისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იქნება. - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარე მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"საკმაოდ დატვირთული კვირა იქნება. 24 მაისს, პოლიტიკურ განცხადებებთან და მიმდინარე კანონპროექტების განხილვასთან ერთად, გვექნება დებატები, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნით ჩატარდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთან დაკავშირებით.
25 მაისს, იქნება „მინისტრის სააათი“ ამ ფორმატში, საქართველოს რეგლამენტის მოთხოვნების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და შეეხება ძალიან ბევრ თემას, რომელიც სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური ვნებათაღელვების ფონზე, ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე და ამ მიმართულებით იქნება ძალიან სინტერესო დღე.
27 მაისს, ჩვენ გვექნება საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე, ინტერპელაციების დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და იუსტიციის მინისტრი”,- აღნიშნა მდინარაძემ.