ცოლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

23 მაისი 2022, 10:06 706 ნახვა

39 წლის როინ მებონია, რომელსაც მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, დღეს სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

მოსამართლემ დაკავებულის აღმკვეთის ღონისძიება უნდა გადაწყვიტოს. დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მოსამართლე მებონიას წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს.

დაცვის მხარე ამბობს, რომ მებონიას არ ახსოვს მომხდარი და მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.

დაკავებულმა საკუთარი მცირეწლოვანი შვილებისა და არაერთი მოწმის თვალწინ 31 წლის მეუღლეს ყელი პირდაპირ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. მებონიას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში