ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის” კულმინაციური სწავლება ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა.
წვრთნები, ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოთხ ფაზას მოიცავდა.