პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის დღეს უკრაინის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართავს.
დუდა პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვა.
ცნობისთვის, უკრაინის უმაღლეს რადას 3 მაისს ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმაც მიმართა, თუმცა სიტყვით გამოსვლა ონლაინ რეჟიმში მოხდა.