ოკუპანტები სასამართლოს წინაშე წარდგებიან -ზელენსკი

20 მაისი 2022, 11:22 670 ნახვა

„დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, ბოლო 24 საათში მხოლოდ სევერო დონეცკში 12 დაღუპულისა და ათობით დაჭრილის შესახებ ისაუბრა. უკრაინის პირველი პირის განცხადებით, მუდმივი იერიშები ხორციელდება ოდესის რეგიონში, ცენტრალური უკრაინის ქალაქებზე. ზელენსკის თქმით, ამ აგრესიას შეუძლებელია ჰქონდეს სამხედრო ახსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში