აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ პოლკის მეთაურები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან. ამის შესახებ პალამარმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „ტელეგრამზე“ გავრცელდა. პალამარი არ საუბრობს ოპერაციის დეტალებზე, თუმცა მიმართვაში მსოფლიოს და უკრაინას მადლობას უხდის.