აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი კი ამ წუთებში ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდება, აუდიენციის პარალელურად შეხვედრის ადგილზე ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ენტონი ბლინკენის თანაშემწისთვის გადასაცემად წერილი გაამზადეს და ადგილზე მიუტანეს.
აუდიენციის დაწყებამდე, ოპოზიციის ლიდერებმა მოკლე კომენტარები გააკეთეს. მათი თქმით, ამერიკელ მაღალჩინოსანს რამდენიმე საკითხზე მიაწვდიან ინფორმაციას.