''დავიცვათ საქართველოს სისუფთავე'' - შეხვედრა სტუდენტებთან

19 მაისი 2022, 14:25 536 ნახვა

„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” - პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობა ფლორისა და ფაუნის შესახებ. 

შეხვედრაზე ასევე  ისაუბრეს გარემოზე ზემოქმედების სხვადასხვა მიზეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე, საუბარი შეეხო ნარჩენების მართვის საკითხსაც. 

შეხვედრა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც 2000 წელს დაწესდა და ყოველწლიურად 26 მაისს გაეროს ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი დღევანდელი დასუფთავების აქცია უამინდობის გამო გადაიდო .

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში