აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის ვიზიტი

18 მაისი 2022, 11:02 870 ნახვა

სწორედ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს  განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი იმ შეხვედრებზე რომლებსაც აქ, საქართველოშივე გამართავს.

დერეკ შოლეს საქართველოში დღეს ელოდებიან. იგი მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მთავარი თემა გარდა ევროინტეგრაციის საკითხებისა, იქნება ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, კრემლის მიერ სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ.   

დერეკ შოლე 17-18 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში იყო, საქართველოს შემდეგ კი, 20 მაისს ლონდონში გაემგზავრება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი