ბათუმი European Best Destinations-ის რეიტინგში

18 მაისი 2022, 14:48 685 ნახვა

ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations  ბათუმს ევროპის საუკეთესო ფარულ მარგალიტად ასახელებს. 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „საუკეთესო ფარული მარგალიტები“ ბათუმი ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ტურისტულ ადგილებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

აჭარის ტურიზმის დეპარატამენტის ინფორმაციით, European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

ორგანიზაციის მთავარი პორტალი მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას.  

2020 წელს ორგანიზაციამ ბათუმი და თბილისი ევროპის უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში