გვარამიას პატიმრობა - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

17 მაისი 2022, 19:21 701 ნახვა

დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებს, მომდევნო გაერთიანებულ შეხვედრაზე გადაწყდება, რომლის ჩატარების თარიღიც ჯერ არაა ცნობილი. რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის მიერ  პროტესტის გამოსახატად დაანონსებულ ქუჩის აქციებს, მას არ უერთდება სტრატეგია აღმაშენებელი და პარტია გირჩი.  ისინი გამოსავალს პროტესტის მშვიდობიან ფორმაში ხედავენ.  სახალხო დამცველი კი ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე აუდიენციის შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს განაჩენთან დაკავშირებით საკუთარ სამართლებრივ შეფასებებს გააცნობს. ამბობს, რომ როცა საქმესთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები, პრეზიდენტის მოვალეობაა დაინტერესდეს თემით. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით კი თქმით, გვარამიას დასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის ტოლობის ნიშანი არ არის. მისივე თქმით,  სამართლის უზენაესობის გარეშე, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი