188 ხმით 8 წინააღმდეგ, ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ნატო-ში გაწევრიანებაზე მიმართვას.
"პარლამენტი მხარს უჭერს ფინეთის განცხადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პარლამენტმა გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესაბამისად, 188 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო", - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
დღეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.
საკითხის განხილვა ფინეთსა და შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.