„არ ვაკეთებ კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, თუმცა ნიკა გვარამიას საქმე კითხვებს აჩენს“ – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დიეგო კოლასმა კომენტარი გააკეთა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის დაკავების საქმეზე.
ამბობს, რომ ჩნდება კითხვა - დაცულია თუ არა საქართველოში სრულად სიტყვის თავისუფლება თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა.