ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნავად ქაშუეთის ტაძრიდან სიონის ეკლესიის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

17 მაისი 2022, 14:34 1000 ნახვა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის აღსანიშნავად ქაშუეთის ტაძრიდან სიონის ეკლესიის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. 

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მიმდინარეობს.

მსვლელობის დაწყებამდე ოჯახის სიმტკიცის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით  მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა სასულიერო პირებთან ერთად ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი აღავლინა.

მეუფე შიომ შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედნის ტერიტორია სრულიად გადაკეტილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი